|
2022-01-17 18:06:16, 708 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი - ჯანდაცვის მინისტრის წინასწარი ნათქვამი, რომ ინციდენტი დევნილების დასახლებაში უბედური შემთხვევა იყო, ძალიან არასწორია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის სიტყვითაც, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი, „პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო“. სახალხო დამცველის ცნობით, მაშინ, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული, მსგავსი განცხადებები ძალიან არასწორია. „ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვლაფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში, მით უმეტეს, რომ მე გავესაუბრე შემთხვევის თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)