|
2022-01-14 11:07:51, 961 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილი - ინფორმაცია, თითქოს უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, ტყუილია
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს. „გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, არის მტკნარი სიცრუე. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი ფუნქციონირებს და ემსახურება ბენეფიციარებს. გარდა ამისა, ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მისივე თქმით, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას. „ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ და ემსახურება იმ მიზანს, რომ პერიოდულად დავტესტოთ და გადავამოწმოთ სხვადასხვა პროდუქციის საბაზრო ფასები“, - განაცხადა მერის მოადგილემ. როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)