|
2022-01-13 14:46:02, 1296 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – ან იქნება რიგგარეშე არჩევნები ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოს, რომ საქართველო აღარ იქნება
რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მიზეზი, რისთვისაც ჩამოვიდა საქართველოში ეს არის მშვიდობიანი, მაგრამ მასშტაბური პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ. „რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება. ჩემს დროს უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე მიდიოდა. ბოლო 10 წელიწადში წავიდა 800 000, შემდეგ სამ წელიწადში წავა კიდევ მილიონი ადამიანი და ვისაც ილუზიები აქვს, რომ სამი წლის შემდეგ ა(აიპებ)-ის და სსიპ-ების პარტიას მოუგებს, ეს ხალხი უბრალოდ იჯდება აი, ამ მილიონ 800 ათასი ქართველისგან გადმორიცხულ ფულზე, ყოველ არჩევნებს ჩვეულებრივად დაწერს. ამიტომ, თავს ნუ მოვიტყუებთ მეგობრებო! ჩვენი ერთადერთი გზა და რისთვისაც მე ჩამოვედი საქართველოში, ეს არის ყველგან პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი, მაგრამ ყველგან ძალიან მასშტაბური“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)