|
2022-01-10 11:28:29, 841 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას
ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდს აქვს სრული მზაობა, რომ 2022 წელი კიდევ უფრო წარმატებული და უკეთესი იყოს. „მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა მინისტრს, წარმატებული საქმიანობისთვის, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ გასულ წელს მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ამიტომ, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, წარმატებას, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ კიდევ უფრო უკეთესი და უფრო წარმატებული წელი გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილმა დასძინა, რომ 2021 წელს ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. „სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)