|
2022-01-06 18:26:35, 1063 ნახვა
პოლიტიკა
კობა ნაყოფია – სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემას, ახლა ამბობს, დროც არ მაქვსო რადგან, მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე
მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. ამასთან ნაყოფია "ოცნების" წარმომადგენელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. "გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ისედაც ვიცით, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში როდესაც ის შიმშილობდა სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელოაბს. გარდა ამისა, თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები. მინდა ვუთხრა "ოცნების" ხელისუფლებას, რომ მათივე ინტერესში უნდა იყოს და მისაქცევია ამისთვის სერიოზული ყურადღება, იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში ამ ადამიანის აქ ყოფნა არა თუ მიზანშეწონილია არამედ დანაშაულია. მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა ამობს, დროც არ მაქვსო იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას. მან თქვა, რომ თუ არ იქნებიან დაშვებული ექიმები მასთან ის იძუებული გახდება ისევ დაიწყოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა. - განაცხადა კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)