|
2022-01-06 12:53:25, 825 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია
რუსთავის მე-12 ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უფლებადამცველი, შოთა თუთრებიძე მივიდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება ხელიუფლების მიზანია და პენიტენციურ სამსახურს არანაირი არგუმენტი არ აქვს. მისივე თქმით, ყველა ადამიანს, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი აქვს უფლება ალტერნატიულ სამედიცინო სერვისზე "ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ. არავითარი არგუმენტი პენიტენციურს არ აქვს. ყველა ადამიანს, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი აქვს უფლება ალტერნატიულ სამედიცინო სერვისზე, რაც უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პენიტენციურში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება, ეს არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გარდა ამისა, აქ არ არის შესაბამისი აღჭურვილობა, და ასეც რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული მომსახურება. ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას და არ ვაკისრებთ დამატებით ტვირთს, ვითხოვთ იმ უფლების რეალიზებას, რაც ყველა აქ მყოფ ადამიანს გააჩნია. ამიტომ ყველანაირი შეზღუდვა, ხელოვნური ბარიერი თუ დაბრკოლება, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის არის უკანონო",- აღნიშნა შოთა თუთბერიძემ. ცნობისთვის, ექს-პრეზიდენტი მოითხოვს, რომ დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფის მისი მონახულების ნებართვა მიეცეს და კონფიდენციალურობის დაცვით აღუდგეს კომუნიკაციის საშუალება,წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას დრო 6 იანვრამდე მისცა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)