01:42 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-31 15:21:20, 1294 ნახვა

ეკონომიკა
ადუღდა თუ არა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა

2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ სერიოზული გამოწვევები მიიღო, ლარის გაუფასურება, ისევე როგორც 2020 წელს 2021 წელსაც გაგრძელდა, პანდემიან, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება, მრავალი ბიზნესი დააზიანა, უფრო მეტი კი დახურვის პირას მივიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით, საქართველო 192 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება. 3.5%-ზე მაღალი ზრდა 100 ქვეყანას ექნება. 2020 წლის ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო და ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-60 იქნებოდა, თუმცა  საქართველოში პანდემია იმაზე მძიმედ და ხანგრძლივად გავრცელდა, ვიდრე ამას გასული წლის ოქტომბერში მოელოდნენ, რამაც ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა და სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის რეიტინგში 128-ე ადგილზე გავიდა. გასულ წელს 28 ქვეყანამ დადებითი ეკონომიკური ზრდის ტემპი შეინარჩუნა, 99 ქვეყნის ეკონომიკა უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა და 64 ქვეყნის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე მეტად შემცირდა.

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა და ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 42-ე იყო. 2019 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 49.3 მილიარდი ლარი (17.5 მილიარდი დოლარი) გახდა. 2020 წელს, რეალური მშპ-ის 6.2%-იანი კლების მიუხედავად, ნომინალური მშპ 49.4 მილიარდი ლარი გახდა (ზრდა ინფლაციამ გამოიწვია). დოლარში გამოხატული მშპ კი 15.9 მილიარდამდე შემცირდა.

COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოში შემოღებული შეზღუდვები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო, მაგრამ არაეფექტური და COVID-19 ინფექციის მაღალ გავრცელებას ვერ შეუშალა ხელი. ამავდროულად, გამოიწვია ეკონომიკის მნიშვნელოვანი კლება.  2021 წელს, ყველაზე მაღალი სიმკაცრის ინდექსი იყო იანვარში, რასაც მოჰყვა რეალური მშპ-ს -11.5%-იანი შემცირება.

- საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე (4,270 აშშ დოლარი 2020 წელს) 8-ჯერ ჩამოუვარდება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 2-ჯერ ნაკლებია რუსეთისა და თურქეთის მაჩვენებლებზე და თითქმის თანაბარია სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის მაჩვენებლების.

 2021 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობა გაიზარდა და შეადგენს 22%-ს, რაც 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პ.პ.-ით მაღალია. ასევე, საყურადღებოა, რომ სამუშაო ძალის რაოდენობა 2021 წლის პირველ ნახევარში წ.წ. 2%-ით შემცირდა და  დაახ. 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს.

დასაქმებული მოსახლეობის 64% 1,200 ლარზე ნაკლები ყოველთვიური ანაზღაურება აქვს 2020 წლის მდგომარეობით. ხოლო 2,400 ლარზე მაღალი ყოველთვიური ანაზღაურება დასაქმებულთა მხოლოდ 13%-ს აქვს.

ეკონომიკური ზრდა ნაკლებად აისახება მოსახლეობაზე. 2014 წელთან შედარებით, 2020 წლის საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა მხოლოდ 11%-ით არის გაზრდილი, მაშინ, როდესაც ნომინალური ხელფასი 46%-ით გაიზარდა. კუმულაციური ეკონომიკური ზრდა კი დაახ. 16% გვქონდა აღნიშნულ პერიოდში.

COVID-19 პანდემიის პერიოდში, სავაჭრო დეფიციტი 0.6 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა 2021 წლის ცხრა თვის მდგომარეობით, 2020 წელთან შედარებით. თუმცა, ექსპორტი უფრო სწრაფი ტემპით (წ.წ. +24%) იზრდება ვიდრე იმპორტი (წ.წ. +22%), ანალოგ2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შემცირებული და ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესებულია ბოლო წლებთან შედარებით. 2021 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წ.წ. -11%-ით შემცირდა და 366 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის განახევრებული მაჩვენებელია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

სახელმწიფო საწარმოები უმეტესწილად ზარალს განიცდიან და არსებული ვალის ტვირთი აღნიშნულ საწარმოებზე მნიშვნელოვანი ფისკალური რისკია ბიუჯეტისათვის. რაც პრივატიზაციის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს და აფერხებს სექტორების განვითარებას. ასევე, ფინანსური წნეხი არ იძლევა საშუალებას სახელმწიფომ გასცეს დამატებითი გარანტიები ინვესტორებისათვის (მაგ: გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებეი ენერგეტიკის სექტორისათვის, რომელიც აუცილებელია განახლებადი ენერგიის ასათვისებლად).იურ პერიოდში. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიუხედავად, ექსპორტის წილი ევროკავშირში და ექსპორტის აბსოლუტური მაჩვენებლები მცირდება 2015 წლიდან. თუმცა, იზრდება ექსპორტის წილი რუსეთში და ჩინეთში, 2015 წლიდან და 2019 წლიდან, შესაბამისად. საერთო ჯამში, საქართველოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იცვლება ბოლო წლებში, თუმცა რუსეთზე უფრო მაღალი დამოკიდებულებით იზრდება საფრთხეები, რომ შესაძლო ემბარგოს პირობებში ექსპორტიორებს შეექმნებათ სირთულეები.

8 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნტქით გაზარდა, რამაც რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებული, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები ასი ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დამოკიდებულია, მათ შორის, ქვეყანაში ინფლაციის დონეზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

აგვისტოს თვის შემდეგ საქართველოში წლიური ინფლაცია მუდმივად აღემატება 12 პროცენტს, ეროვნული ბანკის სამიზნე მონაცემი კი 3 პროცენტია.როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შარშან, 5 აგვისტოს, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ  ან უცვლელია, ან იზრდება.

2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში გადმორიცხული გზავნილების ოდენობამ ერთი მილიარდ 83.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – მხოლოდ 366.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

გზავნილების ოდენობა პირდაპირი უცხოური ინვესრტიციების მონაცემზე თითქმის 3-ჯერ, ანუ 716.7 მილიონით დოლარით მეტია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში [პირველ სამ თვეში] ქვეყანაში 132.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე კვარტალში – 234.2 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა

გზავნილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა ასე გამოიყურება:

 

იანვარი – 149.8 აშშ მლნ დოლარი;

თებერვალი – 161.4 აშშ მლნ დოლარი;

მარტი – 188.2 აშშ მლნ დოლარი;

აპრილი – 194.1 აშშ მლნ დოლარი;

მაისი – 187.7 აშშ მლნ დოლარი;

ივნისი – 201.9 აშშ მლნ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის ივლისის თვეში ქვეყანაში 208.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა, ხოლო აგვისტოში – გზავნილების ოდენობამ 204.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა - ეროვნულმა ბანკმა დღეს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის ვალის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო სექტორის ვალის მოცულობაა 10.4 მილიარდი დოლარი, რაც თანხობრივად მშპ-ის 59.6%-ია. აბსოლუტურ რიცხვებში სახელმწიფო სექტორის ვალი გაზრდილია 16.8%-ით და ის შემადგენელი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

● სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი - 10.4 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 16.8%;

● მთავრობის საგარეო ვალი - 7.7 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 13.2%;

● ეროვნული ბანკის საგარეო ვალი - 966 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110%;

● სახელმწიფო კომპანიების საგარეო ვალი - $1.73 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 2%.

რაც შეეხება ეკონომიკის სხვა სექტორების ვალს, ის 10.6 მილიარდი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. მათ შორის ბანკების ვალია 4.3 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.

სხვა სექტორების (ვაჭრობა; მრეწველობა და ასე შემდეგ) საგარეო ვალია 4.8 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 2.1%, ხოლო კომპანიათაშორისი საგარეო ვალია 3.2 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან მიმართებით 3%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში სებ-ის საგარეო ვალი 275.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

“აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 286.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 965.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 487.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (SDR), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics