|
2021-12-30 15:08:27, 840 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი - ხელისუფლების ქმედებები შეფასებულია მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლებების შელახვად
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტით „აღშფოთებულია“. ომბუდსმენის თქმით, „გასაოცარია ის ცინიზმი“, რა გზითაც მოხდა ექს-პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანა და პატიმართა ქცევის მინიმალური სტანდარტული წესების 22-ე მუხლის დარღვევაა. „ აღშფოთებულები ვართ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოსაღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდანრუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით. გასაოცარია ის ცინიზმი, თუ რა გზით გაკეთდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული და შემაშფოთებელია: სამი ჰიპერტონიული კრიზისისშემდეგ თავს უაღრესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღეა საწოლიდან ვერ დგება. მას არ გაუწიესსრული სამედიცინო დახმარება და არ დაინიშნა ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიაზეგადაწყვეტილება მიიღეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა. მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არისპატიმართა ქცევის მინიმალური სტანდარტული წესების 22-ე მუხლის დარღვევა, რომელიც მოითხოვს, ავალდებულებს ავადმყოფი პატიმრების გადაყვანას სპეციალურ დაწესებულებებში ან სამოქალაქოსაავადმყოფოებში. სამედიცინო დახმარების არ გაწევა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითადთავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის გარანტირებულ ნორმებს. საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ქმედებები შეფასებულია, როგორც წამება და უკრაინისმოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების შელახვა, რაც წარმოადგენს სამოქალაქოდა პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების მე-6, მე-7, მე-9, მე-14, მე-18 მუხლებისდარღვევას, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 2002 წელს.“- წერს დენისოვა. უკრაინის სახალხო დამცველი საქარველოს ომბუდსმენ, ნინო ლომჯარიას მიმართავს და მოუწოდებს მოინახულობს ექს-პრეზიდენტი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აგრეთვე, დენისოვამ საქართველოში უკრაინის ელჩს სთხოვს, გაუწიოს საკონსულო დახმარება მიხეილსააკაშვილს. „მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილსრუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა შეამოწმოს მისი უფლებებისა დათავისუფლებების დაცვა, მათ შორის საავადმყოფოდან გაწერის დროს. ვთხოვ საქართველოში უკრაინის ელჩს გაუწიოს საკონსულო დახმარება მიხეილ სააკაშვილს. მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაგმონ საქართველოსრესპუბლიკის თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილსააკაშვილის უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას“ - წერია უკრაინის სახალხო დამცველის პოსტში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)