14:22 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 17:01:52, 713 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებით, ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიამ იგი შეცდომაში შეიყვანა, რამაც ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა და მის მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები თავისი ინტერპრეტაციით, უცნობი გარემოებებით განავრცო.

ნინო გოგორიშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ნიკა გვარამიას იმ განცხადებასთანაა თანხვდრაში, რომელშიც მან თავად, ნინო გოგორიშვილს, პროფესიული დისკრედიტაციის მიზნით, მკვლელი უწოდა.

"მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას",- განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics