|
2021-12-27 18:38:56, 722 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტებია: ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბნის პარკის მოწყობა; ფურცელაძის #30, #32 და #34 ნომრების რეაბილიტაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ორბელიანის ქუჩა #19 და #23, რომის ქუჩა #4, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია, ერეკლე მეორეს #6 და #7-ის მშენებლობა, ანტონ კათალიკოსის #30, #32 #34-ის რეაბილიტაცია, წინამძღვრიშვილის #1-ის რეაბილიტაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 2022 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი პროექტები: გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება - 20 მლნ ლარი; ვარკეთილში, #180 სკოლის მიმდებარედ, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 7 მლნ ლარი; დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 1 მლნ 853 ათასი ლარი; ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება - 1 მლნ 104 ათასი ლარი. გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ შესყიდული 180 ერთეული ავტობუსის პროექტის ფარგლებში, მოსაწოდებელი ავტობუსების ღირებულება მომავალი წლის ბიუჯეტიდან 62 მლნ ლარით დაფინანსდება.
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)