14:49 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 13:18:25, 1108 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის მიერ საკნიდან დროშის გადმოფენის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის, დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც კი ვერ მოიფიქრებდა. 

"გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩემთვის ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის ფანჯარაზე გამოფენას და ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯას. პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა. ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას. ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს", – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics