22:05 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 13:33:44, 371 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ბორბალოში საირიგაციო ქსელზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ ბორბალოში სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას და საგრძნობლად შეამცირებს წყლის დანაკარგს.  შედეგად თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, სოფლების (ბორბალო, ვაშლოვანი, ერტისი, კოდა, კოდის დევნილთა დასახლება, მუხათი, ღოუბანი და კუმისი) 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics