09:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 11:14:32, 1053 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში, 13 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“, ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდება და მოწესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; დამონტაჟდება საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. პროექტის ღირებულება 2 277 800 ლარია.

სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.

„საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხრამ არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„ქვემო ქართლში განსაკუთრებით მაღალია სარწყავ წყალზე მოთხოვნა. შესაბამისად, საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად ვახორციელებთ. ხრამ არხის რეაბილიტაციით, ჩვენ შევამცირებთ წყლის დანაკარგს, გავაუმჯობესებთ სარწყავი წყლის მიწოდებასა და მართვას, რასაც ადგილობრივი ფერმერების წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სავარგულების სტაბილურად მორწყვისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დავით წითლიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics