|
2021-11-20 15:32:11, 653 ნახვა
საზოგადოება
გორის სამხედრო ჰოსპიტლის გარე პერიმეტრზე დამატებითი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ გადაყვანილი პოლიციამ დამატებით სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა. უსფრთხოების ზომები გამკაცრებულია ჰოსპიტალის იმ ნაწილშიც, სადაც მესამე პრეზიდენტი მკურნალობს. დღესვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის ექიმებს ელოდებიან. მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ, დღესვე მოინახულებენ მისი უფლებადამცველები. ადვოკატი იმედოვნებს, რომ - სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე პერიოდში ექსპრეზიდენტის მონახულებას შეძლებს. "ჩვენ ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრების სურვილი და უფლება გვაქვს მინიმუმ იმ ინტენსივობით და შესაძლებლობით, რაც არსებობდა აქამდე - სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე პერიოდში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შესაძლებლობა არ შეგვეზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამხედრო ჰოსპიტალს ჰქონდეს თავისი რეგულაციები, დაცვის უფლება არის უპირველესი", - თქვა ბექა ბასილაიამ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და 50 დღის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. გვიან ღამით კი გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)