|
2021-11-19 15:22:21, 736 ნახვა
საზოგადოება
ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას Fuckup Nights-ის ფორმატით გაუზიარებენ
ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას Fuckup Nights-ის ფორმატით გაუზიარებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელსაც „სტარტაპ ბიურო“ და „იმპაქტ ჰაბ თბილისი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ლიბერთის“ მხარდაჭერით გამართავენ, 5 ქალი მიიღებს მონაწილეობას. „მათ შორის იქნებიან: ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრის, "კამარას" დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე, კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია, „ლიბერთის“ HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე, „აჭარა ჯგუფის“ დირექტორი ნინო კვერნაძე და ღონისძიებების მართვისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზების კომპანიის, ALICE Q-ს თანადამფუძნებელი ირინა ეგაძე. ღონისძიების მოდერატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი იქნება. ისტორიებით, რომლებსაც მონაწილეები დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ. Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება. Fuckup Nights Tbilisi vol. 25: Women in Business -ის მხარდამჭერები არიან: Grant Thornton Georgia, ლურჯი ოკეანე, აქსელი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე, ქარი და Snap Fitness. მედიამხარდამჭერებს კი წარმოადგენენ: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, imitom.ge, AT.ge და BPN.ge. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)