|
2021-11-18 16:56:47, 429 ნახვა
საზოგადოება
შრომის მთავარმა ინსპექტორმა და ბიზნესომბუდსმენმა სპორტულ კომპლექსებთან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია განიხილეს
ჩართულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებთან, ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები და კერძო სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში გახორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. „ვაგრძელებთ შეხვედრებს ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებს. გავაცანით კოვიდ პასპორტებთან მიმართებით მათი ვალდებულებები. როგორც მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან განსაზღვრულ სექტორებში მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესვლა ნებადართული. ვიმსჯელეთ იმ მექანიზმებზე, რომლითაც 1 დეკემბრიდან შრომის ინსპექცია, სხვადასხვა მაკონტროლებელ უწყებებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოახდენს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგს.“ - განაცხადა ბექა ფერაძემ. საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორთანაც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)