|
2021-11-18 10:32:22, 503 ნახვა
საზოგადოება
საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია B2C.GE - ის შორის გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა B2C.GE - მ 525 000 ლარი გრანტის სახით მიიღო. B2C.GE ელექტონული კომერციის პლატფორმაა - ე.წ. no-code გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს მარტივად და დამოუკიდებლად, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე, შექმნან სრულყოფილი ონლაინ მაღაზია და დაიწყონ გაყიდვები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. B2C.GE-ის მეშვეობით დღეს აქტიურად ოპერირებს საქართველოში ონლაინ მაღაზიები, როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე საერთაშორისო, გლობალური ბრენდებისთვის. კომპანია 2018 წლის ბოლოს დაარსდა, 2019 წლის დასაწყისში სტარტაპმა GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა, მიღებული გრანტი პლატფორმის სრულყოფას მოხმარდა. 2020 წლის შემოდგომაზე კომპანიამ გაიარა 500Startups - ის აქსელერაციის პროგრამა, რაც დაეხმარა მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის და ინვესტიციების მოზიდვის პროცესისთვის მომზადებაში. GITA - ს გრანტს სტარტაპი გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის, კონრეტულად კი მეზობელ ქვეყნებსა და შუა აზიის ქვეყნებში შესვლისათვის. კომპანია აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ბაზრებზე პილოტირებისთვის უკვე მზად არის, 2022 წლის მეორე ნახევრიდან კი ფოკუსირებას მოახდენს შუა აზიის ქვეყნებზე. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)