11:00 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 14:15:59, 496 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 17 ნოემბრამდე წვიმა და მცირე თოვლჭყაპია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი . ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17-18 ნოემბერს  დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ  თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში  15 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. დღის ბოლოდან ხვალ დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება. 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
ალიევის მწვავე კრიტიკის ტალღა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში მდებარე საკონსულოს წინ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics