|
2021-11-10 12:53:30, 771 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია – უმძიმესი ჭრილობაა დემოკრატიისთვის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი სააკაშვილთან მიმართებაში აკეთებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის აშკარად დადასტურება იმისა, რომ ეს არის არამარტო შერჩევითი სამართალი ან პოლიტიკური დევნა, არამედ პოლიტიკური, პერსონალური შურისძიება.- ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიისთვის უმძიმესი ჭრილობაა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი სააკაშვილთან მიმართებაში აკეთებს „უმძიმესი ჭრილობა არის ჩვენი დემოკრატიული ტრადიციისთვისა და ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს კერძოდ სააკაშვილთან მიმართებაში. ის კატასტროფული, უზნეო და ამაზრზენი საქციელი, მისი გლდანის ციხეში დემონსტრატიულად მიყვანა ამ პროტესტის ფონზე არის გამოვლინება. მე არ მეგულება ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც არ იქნებოდა აღშფოთებული ამ დამოკიდებულებით ჩვენი მოქალაქეების, ყოფილი პრეზიდენტის, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის მიმართ, უბრალოდ ელემენტალური ღირსების თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ რეჟიმს საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის დღეები შევუმციროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ყალბი მოლოდინი. ეს რეჟიმი ძალიან სახიფათოა და ახლა პირიქით ცდილობს ჩვენი ნებისყოფის გატეხვასა და უიმედობის დანერგვას. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რამდენი ხანიც დასჭირდება ამ რეჟიმის რყევისთვის საზოგაოდების ფართო შრის ჩართვისთვის ამ მოძრაობაში და შემდეგ საარჩევნო პროცესში, როცა მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, ამ პროცესისთვის უნდა ვიყოთ მზად. საერთაშორისო ასპარეზზე ის წნეხი გარდაუვლად გაღრმავდება. ტყუილად აქვს ივანიშვილის რეჟიმს ილუზია, რადგან პირველ ეტაპზე, საერთაშორისო ვითარების გამო ზოგადად და მის მიერვე საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის გამო არ იყო მკვეთრი რეაქცია, რომ არ დაუჯდება მძიმე ფასი საერთაშორისო ასპარეზზე. მე ამიტომ გავამახვილე „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებაზე ყურადღება, რომ იქ ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიოდაა მოცემული ის თუ რისი დემონსტრირება იყო სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა, ეს ამაზრზენი ჟესტი. სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციაც სწორედ ამაზეა. აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა“ ჯანმრთელობის საკითხზე დამოკიდებულებაზე, მაგრამ მეორე საკითხი არის პოლიტიკური, მე ვიტყოდი კიდევ უფრო მძიმე ჩემთვის, თუ რატომ მოიქცა ივანიშვილის რეჟიმი ასე, რატომ გადაიყვანა გლდანის ციხეში, რატომ ჩართო მათ მიერვე პოლიტიკურად აღზევებული კრიმინალი ამ უმსგავსო ქმედებაში. ამაზეა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება. აშკარად დადასტურება იმისა, რომ ეს არის არამარტო შერჩევითი სამართალი ან პოლიტიკური დევნა, არამედ პოლიტიკური, პერსონალური შურისძიება." - განაცხადა ბოკერიამ
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)