20:09 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 01:18:33, 684 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი - სააკაშვილი აცხადებს, რომ პატიმრების შეძახილები პალატაშიც ესმოდა

სახლახო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანისთანავე პატიმრების შეძახილები ესმოდა.

"პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის, დავადასტურებ. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც ის აცხადებს, მას ესმოდა პალატაშიც, თუმცა, მე როდესაც იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა ნამდვილად, მაგრამ შესვლის დროსაც და გამოსვლის დროსაც ეს ხმაური მე დავაფიქსირე." - აცხადებს ნინო ლომჯარია.
 
სააკაშვილი 8 ნოემბერს, ადვოკატებისა და ოჯახის წევრების გაუფრთხილებლად, გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გლდანში პატიმრები ექსპრეზიდენტის მიმართ იგინებოდნენ.  გინების ვიდეო კადრები რამდენიმე ტელევიზიამ გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics