|
2021-11-08 13:40:16, 779 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის მოწყობის ინიციატივით გამოდის
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიას აქვს წინადადება, ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალი მოეწყოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი არის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილი, შესაბამისად, მსგავსი მონუმენტის მოწყობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად. „ვაკის პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. თუმცა ქალაქისთვის მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შენარჩუნებულია პარკის ძირითადი კონცეფცია. ათწლეულების განმავლობაში ეს ტერიტორია ადამიანებისთვის, არამხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის ფუნქციას ასრულებდა, არამედ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებთან დაკავშირებული ერთიანობის მემატიანეა. ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად. ამავდროულად ისტორიულ ექსკურსს მოიაზრებს და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობებს მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან, გაიმართება შეხვედრები, მსჯელობა და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი მონუმენტი გაკეთდეს. „აღნიშნული მიზნით, გამოცხადდება კონკურსი და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება შესაბამისი წინადადების წარმოდგენა. ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოება, დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მათი მოსაზრებების მოსმენა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. ჩვენს გმირებთან დაკავშირებით, მომავალმა თაობებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ. საოცარი ისტორიებია მათი ბრძოლისუნარიანობის და თავგანწირვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, მონუმენტის მოწყობა შესაძლებელი იქნება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, რაც გულისხმობს ცენტრალური შადრევანის და კასკადის რეაბილიტაციას. ამასთან, ვიდეოჩართვისას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს გმირების მონუმენტის მოწყობის პროცესში აუცილებელი იქნება იმ მაგალითების გამოყენება, რაც მსოფლიოში არსებობს. „გვაქვს მსოფლიოში ამის ბევრი კარგი მაგალითი, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ ეს არ იქნება გარკვეულ დროსთან დაკავშირებული. ჩვენი ისტორია სავსეა მსგავსი მოვლენებით და პიროვნებებით. იმისთვის, რომ საუკეთესო მონუმენტი მივიღოთ, საზოგადოების ჩართულობაა აუცილებელი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მონუმენტი და უნდა ატარებდეს ისტორიულ ხასიათს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)