20:34 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 13:15:29, 481 ნახვა

პოლიტიკა
რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიცია აქციისთვის ემზადება, ხმაურია

რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც 17:00 საათზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია უნდა გაიმართოს, ხმაურია.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ადგილზე სცენის აწყობის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, რომლებმაც განუმარტეს შეკრებილებს, რომ ადგილი, სადაც მათ სცენის აწყობა სურდათ, არ იყო უსაფრთხო.

"აქციის ორგანიზატორებს ავუხსენით, რომ სადაც უნდოდათ სცენის განთავსება, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი. მოვუწოდეთ, რომ ეს სცენა გადაეტანათ, სადაც ადრე აკეთებდნენ ხოლმე და კანონის შესაბამისად, პოლიციის კანონის შესაბამისად, იმოქმედა პოლიციამ, სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა", – განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics