20:47 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 23:37:03, 1156 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი - ზონდერ-ჯგუფები თავს დამესხნენ

სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის თქმით, მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქციიდან შინ დაბრუნებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"თავს დამესხა პოლიტიკური ნიშნით ქართული ოცნების სასარგებლოდ აქტიური ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდზე აქამდეც მემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ამ ადამიანის სახელი და გვარი არის ერეკლე აბზიანიძე და ის ხშირად იმუქრებოდა ქართულ ოცნებაზე ჩემი კრიტიკული კომენტარების ქვემოთ, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდა და აღასრულა კიდეც მან თავისი სიტყვა.

ციხესთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან, ჩაბნელებულ ტერიტორიაზე მოხდა. აქციაზე ვიყავი ციხესთან და რომ ვბრუნდებოდი შევნიშნე ამეკიდნენ, ერეკლე აბზიანიძემ ამომიცნო, რომ მე ვაქტიურობდი, კრიტიკული კომენტარებით გამოვირჩეოდი ქართული ოცნების მიმართ და თავისი პირითაც მითხრა, რომ ამ ნიშნით მივიღე ის პასუხი, რაც მივიღე. 3 პირი იყო", - განაცხადა გიორგი ბალხამიშვილმა.

აქტივისტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics