|
2021-11-03 21:35:35, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ანზორ მელია - ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა, რადგან თავისუფალი კუნძულია
გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენ ხმას იცავდნენ, რომ შეაგდეთ ჯურღმულში.- ამის შესახებ ანზორ მელიამ ოპოზიციის საერთო შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, იგი აპირებს წალენჯიხაში გახსნას კლინიკა, რათა ხელი შეუწყოს მის განვითარებას. „მადლობა, რომ მიმიღეთ ზუგდიდელად ამდენი წლის განშორების შემდეგ. მე უბედნიერესი კაცი ვარ, რაც ვნახე ჩემს ზუგდიდში - სიყვარული და პატივისცემა, ჩემსა და ჩემს შვილის მიმართ. სულით და გულით ვიბრძოლებ. მაბრალებენ, რომ სოფლები არ იცისო, ორჯერ შემოვიარე ყველა სოფელი. გაოცებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, მოვლილი კარ-მიდამოთი. 6,5% ვუსწრებდი პირველი ტურის შემდეგ, მაგრამ დავმარცხდი 3,5%-ით, თუმცა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი. ხელისუფლება შეკრება კრიმინალებს, „შავ ბიჭებს“ და ყველა ერთად მოქმედებდა. მოპარული არჩევნები, მერის სავარძლის ჩაგდება, რა ვაჟკაცობაა. თანაც, ეს არჩევნები მხოლოდ მერის არჩევნები კი არ იყო, ჩვენი სასიქადულო, საამაყო პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნა იყო. მინდა, „ოცნების“ ხელმძღვანელებს მივმართოთ, დავუშვათ, ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მოიგეთ ყველაფერი, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას, რაც ეკადრება ისე მოიქეცით - გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენ ხმას იცავდნენ, რომ შეაგდეთ ჯურღმულში. ღარიბაშვილს მივმართავ, რომ გამოდიხარ იქ, რაღაც სამიტზე და თავი მოგწონს ხალხით, თქვენ წინააღმდეგ არის, თქვენს კანონებს არ ვემორჩილებით და არც დავემორჩილებით. ზუგდიდი არის გმირი ხალხის ქალაქი, ის გააკეთებს ყველაფერს. ახლა დრო არ არის, რომელ პარტიას მიეკუთვნება ადამიანი, ახლა მთავარია, რომ გავერთიანდეთ ყველანი, ყველა პარტია, საქართველოა გადასარჩენი. მითხრას მთავრობამ, რომელი დარგი ააყვავა საქართველოში? - ყველა ძირს ვაგდივართ. არ შეიძლება ასე, გეყოფათ რაა! მესამედ არჩევა არ გამიგია არსად. იცოდეთ, რომ ჩვენ ბრძოლას არ დავთმობთ. მე ზუგდიდელი ვარ თავიდან ბოლომდე. არ აქვს ამას მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებთ- თბილისში თუ ზუგდიდში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა, რადგან თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება. დაღუპული ვართ, ახალგაზრდები ტოვებენ საქართველოს, მოხუცების ხელში რჩება ქვეყანა და დავიღუპებით“, - განაცხადა ანზორ მელიამ.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)