21:00 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 14:26:06, 803 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს - გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ ქვეყანას - ეს ერთი დღე მალე დადგება

ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. -  ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქართველ ემიგრანტებს.

მიხეილ სააკაშვილის  მორიგი მიმართვა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გამოიტანა. 

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics