21:00 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 13:34:47, 1140 ნახვა

პოლიტიკა
გენდერული საბჭოს დასკვნით, ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის ინციდენტისას ქალის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

პარლამენტის გენდერულმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას და "ქართული ოცნების" წევრ შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა და დაადგინა, რომ "ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა არ ყოფილა".

აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. რაც შეეხება, მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ხელაშვილის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ნონა მამულაშვილის შეურაცხყოფას, ნინო წილოსანი აცხადებ, რომ აღნიშნული კონფლიქტი თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილსა და "ნაცმოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას შორის ინციდენტი პარლამენტში მაშინ მოხდა, როცა დეპუტატებს შს მინისტრისთვის უნდა მოემსინათ. თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილ ადგილზე სცადა ასვლა, რა დროსაც, ის შალვა პაპუაშვილმა ხელში აიყვანა და ადგილიდან გამოიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics