|
2021-11-03 12:05:41, 758 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს კონკრეტული დავალებები მისცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს კონკრეტული დავალებები მისცა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ანდრია ბასილაიას 15 პარკის პროექტის, ირაკლი ბენდელიანს კი, პროგრამით გათვალისწინებული გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება დაავალა. „გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენთვის. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ამ მიმართულებით. ბევრი ახალი პარკი გავხსენით, ასევე, პარკებს და სკვერებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, თუმცა, ამით არ შემოვიფარგლებით. ძალიან დიდი რესურსი აქვს ქალაქს იმისთვის, რომ იყოს ყველაზე მწვანე და ლამაზი. არაფერი უხდება თბილისს ისე, როგორც სიმწვანე, როგორც ადამიანებით გადავსებული პარკები. ამიტომ, უკვე დაიწყეთ იმ 15 პარკის პროექტის მომზადება, რომელთაგან ცხრა ახალი პარკი იქნება, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს პროექტები უნდა იყოს ისე გაკეთებული, რომ ყველამ ვიამაყოთ: როგორიცაა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (ე.წ. კიკვიძის) და გოძიაშვილის პარკები, ვაკის პარკი, „მზიური“. ეს მიდგომები და დამოკიდებულებები გვჭირდება, რომ დედაქალაქში მომდევნო წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა შევქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალქისთვის ინფრასტუქტურული პროექტები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. „გამზირების რეაბილიტაცია, ქუჩების კეთილმოწყობა - ეს არის ის პროექტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ქალაქს. ჩვენი დაპირება იყო მელიქიშვილის ქუჩის, ქეთევან დედოფლის, რუსთაველის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია. უკვე დაიწყეთ პროექტების მომზადება, რათა მომავალი წლიდან შევძლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და პროექტების განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)