21:00 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 13:30:20, 653 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – არჩევნების შედეგმა დაადასტურა, რომ 6–თვიანი საუბარი გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც.

როგორც კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადსტურა, რომ 6–თვიანი საუბჭი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე იყო სრული ფარსი და სიცრუე.

"30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენ არაერთი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, ეს იყო 6-თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი, ქვეყნისთვისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმიც და 47%-იანი მაჩვენებლით პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამ შედეგმა არამხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურდა „ქართული ოცნებისადმი“ ქართველი ხალხის ნდობა, არამედ დაამტკიცა, რომ 6-თვიანი საუბარი საპარლამენტო არევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო",  – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics