|
2021-11-02 12:33:21, 780 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო–ს თავმჯდომარე – მერის არჩევნების ნაწილში 194 უბანია გადათვლილი, აქედა 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, მერის არჩევნების ნაწილში გადათვლილი 194 უბნიდან, 172 შემთხვევაში შედეგები უცვლელი დარჩა. ამასთანავე, როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების ნაწილში გადათვლილი 33 საარჩევნო უბნის შედეგიდან, 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელია. მისი თქმით, მეორე ტურის შემდეგ სულ 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა. „საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაითვალისწინა და განახორციელა საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რომელიც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტით. ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. სწორედ საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სიახლეა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში, სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყველა საარჩევნო ოლქში. საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. აქვე აღვნიშნავ, რომ საერთო ჯამში არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას გავლენა არ მოუხდენია. გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა. ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში. წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით. მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)