|
2021-11-01 16:17:10, 724 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ჯილდო გადაეცა
„თიბისის“ „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" ორგანიზებით გამართულ კორპორაციული პასუხისმგებლობის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე - „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2021" განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა. აღიარება თიბისიმ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მოიპოვა. აღნიშნული კატეგორია წელს პირველად დაწესდა და ის მგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კომპანიის განსაკუთრებული წვლილის აღიარებას ემსახურება. "მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან კატეგორიაში ჯილდო წელს თიბისის გადაეცა. მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნების მისაღწევად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს თუ ინიციატივას ჩავუყარეთ საფუძველი. უახლოეს მომავალში, მდგრადი განვითარების და ზოგადად, ESG მიმართულებით არაერთი მასშტაბური და ტრანსფორმაციული გეგმისა და პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ", - ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. "წელს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გადავწყვიტეთ კონკურსში განსაკუთრებული აქტიურობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო თიბისისთვის გადაგვეცა. ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, კომპანიების როლი და აქტიურობა მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია", – სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას. "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პროგრესულნი არიან და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულნი; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)