|
2021-11-01 13:36:30, 378 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ახალი სტიპენდიანტი 26 წლის ლიკა კეშელავაა. გამარჯვებული 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe - ის წარმომადგენლები. ჟიურიმ გამარჯვებული კონკურსში მონაწილე 35 კანდიდატს შორის შეარჩია. „საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა ამ შემთხვევაში კი, კრეატიული ინდუსტრიის. სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. გვინდოდა ნიკას სურვილი აგვესრულებინა და მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში. შედეგად, ლიკა უკვე მეორე სტიპენდიანტია, რომელიც ბერლინის Miami Ad School Europe-ში საქართველოს ბანკისა და MASE-ის მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ისწავლის. ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ? Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებს უნდა ჩაებარებინათ MASE-ში სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე: Art Direction,Copywriting, Creative Technology.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)