21:26 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-31 20:52:51, 641 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია სააკაშვილს - ჟინი მიჩნდება ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ იყო თავისუფალი

მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა, მე, როგორც შენმა თანამებრძოლმა, როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ. ბევრი ეცადა მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდემა ნიკა მელიამ აქციიაზე განაცხადა. 

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართა და მხნეობა უსურვა.

"უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის,რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 31-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი გვადევნებს თვალყურს და მინდა, მას მივმართო.

მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა, მე, როგორც შენმა თანამებრძოლმა, როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ. ბევრი ეცადა მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებეს ვხედავდი, კიდევ უფრო ჟინი მიჩნდებოდა და მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ადამიანი. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics