21:26 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-31 19:45:06, 603 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის

ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, ცვლილებებს. ამის შესახებ პრტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ ადამიანებს მიმართა.

მისი თქმით, ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან იმ უსამართლობას რაც მა თავს მოახვიეს.

"მესმის, რამდენი ენერგია, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას და გამარჯვების მოლოდინს, მაგრამ გამარჯვება არის არა ივანიშვილის მიერ ბიულეტენში გაფორმებული გამარჯვება, არამედ გამარჯვება არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ და არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს.

არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ იფიქროს, რომ დავთმობთ ქვეყანას ან ჩვენს არჩევანს. მთვარია, რომ ამ არჩევნებზე დავანახეთ ოლიგარქს ძალიან დიდი ძალა,რომელიც არ განისაზღვრება რას იტყვის ყალბი და თაღლითი ცესკო, ძალა, რომელიც განისაზღვრება იმ ბრძოლით და შემართებით, რომელიც აჩვენეთ თქვენ. ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, ცვლილებებს. გეგმა იქნება მკაფიო, პრინციპული და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics