|
2021-10-31 16:08:42, 786 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე – გუშინ მოქალაქეემა არსებულ სისტემას, მმართველ პარტიას და ლიდერს უთხრეს არა
გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ მსხვილ ქალაქებში მოქალაქეების უმრავლესობამ არსებულ სისტემას, ამჟამად მის მმართველ პარტიასა და ლიდერს უთხრა არა -ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდემა" ზურა ჯაფარიძემ, საკუთარ "ფესიბუქ" გვერდზე დაწერა. მისი თქმით, მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი გზები და ფორმები რადგან ეს ყველას ბრძოლაა და ყველას მოუწევს ამაზე დროის და ენერგიის დახარჯვა. "როგორ ვუყურებ მე: გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ მსხვილ ქალაქებში მოქალაქეების უმრავლესობამ არსებულ სისტემას, ამჟამად მის მმართველ პარტიასა და ლიდერს უთხრა არა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეს მოხდა მიუხედავად შანტაჟისა, დაშინებისა, მოსყიდვისა, ქურდებისა, ეპისკოპოსებისა, სსიპ-ებისა, ააიპ-ებისა და ათასი ნაბიჭვრობისა ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ გვინდა ჭაობი, კორუფცია, სტაგნაცია, ვალები, უიმედობა, უპერსპექტივობა, მონობა, ტყუილი, უტიფრობა, უცოდინრობა, ამორალურობა, ღარიბაშვილობა ეს ნიშნავს რომ არ გვინდა რუსეთი მაგრამ გვაქვს ამ საკუთარი ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა: წინ გვიდგას ბოროტი, თავისი არსით საბჭოთა სისტემა, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით, ჩვენი შვილების მიერ მომავალში (თუ დარჩა აქ რომელიმე) გასასტუმრებელი ვალებით, ინფლაციით და დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით აფინანსებს ხმების ყიდვას და თოფიან ხალხს, რითიც უნარჩუნებს ძალაუფლებას ივანიშვილსა და მის ოცნებას საპატრიარქოსთვის მიცემული ქონება და ფული, ქურდებისთვის მიცემული პრივილეგიები, ობშიაკის აგროვების უფლება, პირობითების მოხსნა, ვითომ კულტურასა და სპორტში ჩასხმული მილიონები, ვითომ ბიზნესებისთვის მიცემული ტენდერები, ვითომ ეკონომიკის განვითარებაზე გაცემული იაფი სესხები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაშვებული ფული, წაგებაზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიები, ბოტების არმია, მილიარდობით ახალი ვალი, ორნიშნა ინფლაცია და ა.შ. და ა.შ. - ეს ყველაფერი არის ჩვენთვის წართმეული საკუთრება, რომელიც ხმარდება ამ ბოროტი სისტემის სიცოცხლის გახანგძლივებას საარჩევნო ხმებით, ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ ანუ, ერთია მოქალქეების რეალური ნება და მეორეა რა და როგორ იწერება ტაბლოზე შედეგად გვყავს არალეგიტიმური, უზურპატორი ხელისუფლება ჩემთვის ამოსავალი არის ეს მოცემულობა ამ მოცემულობით განვითარებაზე ფიქრი ზღაპარია ამ მოცემულობით არსად ჩვენ არ მიგვიღებენ ამ მოცემულობასთან შეუგუებლობა თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია ჩემი აზრით მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი გზები და ფორმები მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება მარტო ჩემი, ჩემი პარტიის ან მარტო პარტიების ბრძოლა თუ გესმის რას ვებრძვით, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს რომ ეს ყველას ბრძოლაა ყველას მოგვიწევს ამაზე დროის და ენერგიის დახარჯვა" -წერს ჯაფარიძე
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)