|
2021-10-29 15:14:40, 1029 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე - არ მაქვს სურვილი, რომ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი
არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შეთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგმარებაზეც ისაუბრა და განმარტა, ექსპრზიდენტი სუსტად გრძნობს თავს, თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა შენელებული აქვს ასევე მოძრაობაც. „შევხვდი, ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს თავს,რაც მე შევატყვე თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს, რომ ვიცით როგორი ტყვიასავით იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, ეს თქვენთვის ნაკლებ საინტერესო და საჭიროა. რაც შეეხება შიმშილობას, მან იცის რატომ შიმშილობს. მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე ლაპარაკს არ აქვს მნიშვნელობა, მიზეზთა გამო. გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარებაზე თანხმობას. ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც თანასწორი. მაგრამ ის საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ჩვენი საზოგადოება უკვე მერამდენედაა დაპირისპირებული და პოლარიზებული. ჩვენ გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს. ჩვენ ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. თუ რაღაცაში მაინც ღირებულებით ნაწილში შევთანხმდებოდით, საუბარი უკვე შეიძლება დანარჩენზე. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით, შევძლებთ ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, ტრაგედიას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის. ასეთ დროს უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შეთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი, რომ ეს არის თქვენი არჩევანი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)