|
2021-10-29 11:34:58, 765 ნახვა
საზოგადოება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო“ პროგრამის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები დაიწყო
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის ახალი პროგრამა, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას მისცემს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და ამავდროულად დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას. სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ფერმერებს დეტალურად გააცნო პროგრამა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. „პროგრამის ფარგლებში, პირველად არის შესაძლებელი, რომ ღია აუქციონი ჩატარდეს მხოლოდ იმ ფერმერებს შორის, რომლებთაც საკუთრებაში ჰყავთ საქონელი. ეს კი მათ მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ საძოვარი ადეკვატურ ფასად მიიღონ“ - განაცხადა გიორგი მიშელაძემ ფერმერებთან შეხვედრაზე. „მიმაჩნია, რომ საძოვარი ფერმერს მეტი ვადით უნდა ჰქონდეს სარგებლობაში, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა ინვესტიცია განახორციელოს საძოვრის გასაუმჯობესებლად, თუმცა ეს პროგრამა პირველი წინგადადგმული ნაბიჯია საძოვრების თემის მოწესრიგებაში და მომავალში ბევრი რამ იქნება დასახვეწი და გასაუმჯობესებელი“ - განაცხადა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილმა. პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება, რაც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრებს.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)