|
2021-10-27 18:19:15, 689 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას
30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეკრებაზე განაცხადა. კალაძემ არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „ ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი - მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი. სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში. 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სიტყვით და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში. 30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული, და მეორე დღიდანვე, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი, მომავალზე და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. მჯერა, 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო! მოდით 30 ოქტომბერს არჩევნებზე! მოდით, რათა ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე! წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!“, - განაცხადა კალაძემ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)