|
2021-10-27 18:12:45, 476 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: მიმდინარეობს თამაშის ბოლო წუთები და კიდევ ბევრად მეტად გაიზრდება ის უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს
„ახლა მიმდინარეობს თამაშის ბოლო წუთები და ბოლო წუთებში კიდევ ბევრად მეტად გაიზრდება ის უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს ხალხის ნების საფუძველზე", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დღეს „ქართული ოცნების" მხარდასაჭერად გამართული მიტინგის შესახებ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს და აღნიშნა, რომ გამარჯვება უკვე მოპოვებულია: „ამ არჩევნებში „ქართული ოცნება" არის გამარჯვებული. ახლა მიმდინარეობს თამაშის ბოლო წუთები, პრაქტიკულად, დამატებითი დრო. „ქართულ ოცნებას" აქვს დიდი უპირატესობა და კიდევ უნდა გავზარდოთ ეს", – აღნიშნა მინისტრმა. რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, თუ რა ძალები უპირისპირდება ერთმანეთს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. მინისტრის თქმით, ამ რადიკალურად განსხვავებულ ძალებს შორის ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს: „სასწორის ერთ მხარეს არის სიკეთე, მეორე მხარეს არის ბოროტება; ერთ მხარეს არის სიმართლე და მეორე მხარეს არის სიცრუე; ერთ მხარეს არის დასავლეთი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბოლშევიზმი; არის მყარად სვლა ცივილიზაციისაკენ და არის ძალა, რომელიც მთელ მოსახლეობას ექაჩება ისევ და ისევ საბჭოთა კავშირში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და ის გააკეთებს სწორ არჩევანს". რატი ბრეგაძის თქმით, ოპოზიცია მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე ცდილობდა, ადგილობრივი არჩევნები გადაექცია რეფერენდუმად, რადგან მათ მოქალაქეებისათვის არაფერი ჰქონდათ სათქმელი, თუმცა, ოპოზიცია ამ ე.წ. რეფერენდუმშიც დამარცხდა. „ჩვენი კანდიდატები დადიოდნენ ადგილ-ადგილ, კარდაკარ, მოსახლეობას უყვებოდნენ პრობლემების შესახებ და ერთად განსაზღვრავდნენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ჩვენი ოპონენტები დავამარცხეთ ე.წ. რეფერენდუმშიც, ჩვენ ყველგან გვყავს მყარი უმრავლესობა... ახლა ბოლო წუთებია დარჩენილი და ბოლო წუთებში კიდევ ბევრად მეტად გაიზრდება ის უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს ხალხის ნების საფუძველზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)