|
2021-10-27 15:03:28, 734 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გადამზადებულ გიდებს ბინოკლები და სპეციალური ლიტერატურა გადაეცათ
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით გადამზადებულ გიდებს ბინოკლები, სპეციალური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ.- ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, 14-მა გიდმა ფრინველებზე დაკვირვების ტრენინგ-კურსი სექტემბერში გაიარა, რაც მათ ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარება. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ფრინველებზე დაკვირვების კუთხით აჭარას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით რეგიონი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც ეკოტურისტებსა და ორნითოლოგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს. ამ მიმართულებით ჩვენ გვესაჭიროებოდა გიდები, რომლებიც ტურისტებს შესთავაზებდნენ ტურებს და პოპულარიზაციას გაუწევდნენ აღნიშნულ მიმართულებას. USAID -თან და ეკოტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩვენ შევძელით 14 გიდის მომზადება და აღჭურვა ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ტექნიკით, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული პროდუქტის განვითარებას,“ განაცხადა თინათინ ზოიძემ. „ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლება მონაწილეებს დაეხმარა შეეძინათ ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც დაკავშირებულია გადამფენ ფრინველებზე დაკვირვების გიდების პროფესიონალურ საქმიანობასთან. კერძოდ, ენდემური ჯიშის ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია, მათზე დაკვირვება და აჭარის, როგორც ეკოტურიზმისთვის მიმზიდველი რეგიონის პოპულარიზაცია. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდა. გარდა გიდებისა, ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ჭოგრიტები, ტელესკოპები და სპეციალური ლიტერატურა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს გადაეცა. ის აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მისი გამოყენება შეეძლებათ. ლიტერატურით მომარაგდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, ასევე USAID საქართველოს ოფისის, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.“-ნათქვამია განცხადებაში.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)