|
2021-10-27 12:09:22, 719 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟი იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წლებში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები ყველა რაიონში მოეწყობა. „დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, ტერიტორია გამოთავისუფლდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა საბავშვო სივრცე, განთავსდება საპარკე ავეჯი და განათებები დამონტაჟდება. აღნიშნული ავტოფარეხები ვიზუალურად ამახინჯებს გარემოს და ბევრი არც იყენებს მას. ეს 90-იანი წლების მავნე პრაქტიკაა და ბევრ რაიონში რჩება პრობლემად, თუმცა, თბილისის მერია ეტაპობრივად, ყველა რაიონში უზრუნველყოფს მათ დემონტაჟს და სანაცვლოდ, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელი ამ მიმართულებით კვლავ აქტიური იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)