|
2021-10-26 17:52:32, 581 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე გუნცაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დროებითი, ალტერნატიული მმართველის რანგში დაესწრო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით მეექვსე შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში 26 ოქტომბერს გაიხსნა და 28 ოქტომბერს დასრულდება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას შეჯამდეს ბანკის წლიური მუშაობა, ასევე, მოხდეს AIIB-ის სტრატეგიული მიმართულებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება წევრი ქვეყნებისთვის. მათივე ინფორმაციით, წლევანდელი შეხვედრის თემაა: „Investing Today, Transforming Tomorrow". დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ, აზიარებენ იდეებს და ქმნიან შესაძლებლობებს AIIB-ის მისიის შესაბამისად, დაფინანსდეს ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები. საქართველო არის AIIB-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა. აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)