|
2021-10-23 17:43:03, 941 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა. „არ არსებობს მიმართულება, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადავდგით. მინდა, რომ ეს აღმშენებლობა და განვითარება გაგრძელდეს. არ იყოს დაპირისპირება, ბოროტება, შუღლი, სიძულვილის ენა, რაც, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ყოველდღიურობაში არის გადასული. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც კონკრეტული ხედვით წარდგა, ჰქონდა საარჩევნო პროგრამა, საუბრობდა თბილისზე და თბილისის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებზე რაიონების და უბნების მიხედვით. მეორე მხარეს იყო ცილისწამება, ტყუილი, თუკი რაიმე ბოროტება შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს. სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამ ადამიანების დონეზე ვერ დავალთ და იგივეს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი ხედვით, საქმეებით უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეული ადამიანები, ვემსახუროთ ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ექიმებს და სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის. მედიკოსებთან გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)