|
2021-10-23 13:02:21, 3983 ნახვა
Lifestyle
ალეკ ბოულდუინმა არ იცოდა, რომ რეკვიზიტის პისტოლეტში საბრძოლო ტყვია იყო
ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, ცარიელი უნდა ყოფილიყო. - სასამართლო ჩვენების ნაწილს “სიენენი” ავრცელებს. იარაღი, რომლითაც გასროლა მოხდა, მსახიობს რეჟისორის თანაშემწემ გადასცა, რომელმაც თქვა, რომ იარაღი უსაფრთხოა. დეივ ხოლლსმა არ იცოდა, რომ ვინტში იყო საბრძოლო ტყვია ჩადებული. იარაღის მიწოდებამდე, მან უთხრა მსახიობს “ცივი იარაღი” რაც ნიშნავს რომ პისტოლეტი უსაფრთხოა. ამასთან, „ბიბისიმ“ მოიპოვა ტრაგედიის მომენტში გადასაღებ მოედანზე მყოფი ადამიანების ნუსხა, რომელშიც აღნიშნულია იმ პირის ვინაობაც, რომელსაც იარაღის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის 20 წლისაა და ამ პოზიციაზე პირველად მოუწია მუშაობა. მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა წერილი გაავრცელა, სადაც წერია, რომ სიტყვები არ ჰყოფნის ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარების გადმოსაცემად, რომელსაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე ემსხვერპლა. “არ მაქვს სიტყვები, გადმოვცე ჩემი შოკი და მწუხარება. ტრაგედიამ რომელმაც წაგვართვა, გალინა ჰატინსის კარგი მეგობრის, მეუღლის და დედის სიცოცხლე. მე ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს როგორ მოხდა ეს ტრაგედია. მაქვს კავშირი გალინას მეუღლესთან, რომლებსაც ჩემ მხარდაჭერას ვთავაზობ. ყველას გული აქვს გატეხილი ვისაც გალინა უყვარდა, პირველ რიგში მის მეუღლეს და ვაჟს” - წერია, მსახიობის განცხადებაში. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს ნიუ მექსიკოს შტატში გადასაღებ მოედანზე ცნობილმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით გაისროლა, რასაც ფილმის ოპერატორის, 42 წლის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე ემსხვერპლა, კინოსურათის რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოდან გაწერეს. ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესსპიკერმაც, რომელმაც მომხდარს ტრაგედია უწოდა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)