04:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 14:25:56, 732 ნახვა

პოლიტიკა
Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს

„თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი და მისი რამდენიმე მეგობარი გუშინ ღამით, 15 ოქტომბერს, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს.

ღამითვე ცნობილი გახდა, რომ თაბაგარი და მასთან ერთად მყოფი ადამიანები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

გიორგი თაბაგარი გუშინ მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დეტალებზე საუბრობს. „ექსპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქსეს ბარის გახსნა იყო გუშინ და ძალიან კარგი საღამო გვქონდა. ორწლიანი შესვენების შემდეგ თავი ადამიანებად ვიგრძენით, სულ რამდენიმე საათით. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ აცრილ ადამიანებს შეეძლოთ ბარში შესვლა და ამას მკაცრად აკონტროლებდნენ შესასვლელში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა, იმიტომ რომ ჩვენ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფი ვართ!

მოკლედ, ბარი დაიხურა 11-ზე და ორი წლის უნახავი ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს ვესაუბრებოდით ქუჩაში. დაახლოებით 23:10-ზე მოვიდნენ პოლიციელები და რამდენიმე წუთის განმავლობაში არკვევდნენ სიტუაციას. მეც ვესაუბრე და ყველაფერი მშვიდად იყო. არ უთქვამთ რომ დაიშალეთ და სახლებში წადით, ან რამე მსგავსი. არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ ხდებოდა.

ალბათ ჩვენი საუბრიდან 3-4 წუთის შემდეგ ვხედავ რომ პოლიციელები მიათრევენ ჩვენს მეგობარს და თანამშრომელს. უსახლკარო ადამიანს (!), რომელსაც სწორედ პოლიციის უმაქნისობის გამო, ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ექმნება ამ ქვეყანაში..

ათამდე პოლიციელი იყო ალბათ. გამოვესარჩლეთ, ვეკითხებოდით სათითაოდ, რატომ აკავებდნენ ამ ადამიანს. არც ერთმა პასუხი არ გაგვცა! უსამართლობა ხდებოდა და შევეწინააღმდეგეთ. ამ ძიძგილაობაში მეც გამათრიეს, ჯერ კინაღამ დამახრჩო პოლიციელმა, შემდეგ ჩამტენეს მანქანაში ბორკილებით. ჯამში, საათნახევარზე მეტი გავატარე ალბათ ამ მანქანაში. წყალიც ძლივს მომიტანეს ნახევარსაათიანი ხვეწნის შემდეგ. რისთვის, რატომ?! რა საჭირო იყო ეს ძალის დემონსტრირება და სრულიად უადგილო ძიძგილაობა? ამ დროს კრიმინალი ყვავის ქვეყანაში და რაზე ხარჯავენ დროს და რესურსს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, სად იყვნენ ეს პოლიციელები 5 ივლისს, ოფისს რომ გვირბევდნენ იმავე ქუჩაზე?! სად იყვნენ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მათი დახმარება, მოსაკლავად რომ მოგვდევდნენ?! ასე უკუღმა როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, მართლა ვერ ვხვდები. 5 ივლისის გამტარებელი პოლიცია,ზურა მახარაძეს და მორგოშიას, ამდენი მტკიცებულების მიუხედავად რომ არ აკავებს, სამაგიეროდ, რაღაც აბსურდული მეთოდებით ჩვენ გვიპირისპირდება, აშკარად აცდენილია სამართლიანობის პრინციპებს!

ძალიან გულსატკენი იყო ამ ყველაფრის ყურება, რამდენჯერმე ვიტირე უსამართლობის შეგრძნების გამო. ცისფერი მთები გახდა ეს ქვეყანა და რთულია ამ ყველაფერს მშვიდად უყურო. არადა ძალიან გვინდა მშვიდად ცხოვრება. ბევრს ვითხოვთ?!

აქვე მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გამხნევებისთვის!". - წერს გიორგი თაბაგარი. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics