00:04 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 21:51:10, 964 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - მე არასდროს გამიგია ერთი სიტყვაც კი ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

 

მე არასდროს გამიგია ერთი სიტყვაც კი ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეიძლება რამე გამოვტოვე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ბრიუსელში, არც ნატოს ან ევროკავშირის შტაბბინაში - ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

"მე არასდროს გამიგია ერთი სიტყვაც კი ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეიძლება რამე გამოვტოვე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ბრიუსელში, არც ნატოს ან ევროკავშირის შტაბბინაში. არასდროს დასწრებია კონსულტაციებს, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის გაფართოებაზე პასუხისმგებელი ხალხი, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის. ახლა როდესაც მომავალს ვუყურებ, მგონია რომ საქართველოს სიახლე და გარღვევა სჭირდება. ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად უნდა დასხდნენ და ქვეყნის მომავალზე იზრუნონ. საქართველოს ახალი ლიდერები სჭირდება ყველა მიმართულებით," - განაცხადა რასა იუკნევიჩიენე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics