|
2021-10-14 21:44:20, 861 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია ივანიშვილს - თუ იგივეს იკადრებ, რაც 2 ოქტომბერს გააკეთე, მთელი საქართველო შევიკრიბებით
ბიძინა ივანიშვილო, თუ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, შევიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, რომ ყოფილიყო არა მწუხრი, არამედ ბრძოლის ყიჟინა. „ხალხი. მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა, ცივილიზებული ფორმით, სიმღერაც იყოს, დროშაც, ღიმილიც, ბედნიერებაც, იმიტომ რომ ჩვენ, გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს და თუკი, 30 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი გაბედავს და იგივეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა და გვაკადრა, აკადრა ხალხს, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა მისი გამარჯვებისთვის საკმარისი, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ და კიდევ უფრო მკაფიო ხმას გავაგონებთ, ოღონდ არა ხმას, ჩვენი ძალა არის უკვე, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, სიმრავლეში. ბიძინა ივანიშვილო, თავს უფლებას მივცემ და ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით, მთელი საქართველო, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ, ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაშიც შენ მანკიერად ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და ღირსებას“, - განაცხადა მელიამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)