15:04 - 16 Oct, 2021
2021-10-14 17:36:56, 300 ნახვა

„თავისუფლება მიშას“ - რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - ამ სლოგანით რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მიემართებიან, სადაც 18:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან არიან ჩამოსულნი.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics