00:17 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 12:25:18, 862 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით დაურიგეს ცოცხები და გზაზე დააყენეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისში, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით დაურიგეს ცოცხები და გზაზე დააყენეს.

როგორც დეკანოიძე წერს, ქუთაისი განთავისუფლდება უღირსი მიდგომისგან და აღარვის მოუწევს ძალდატანებით პოლიტიკური დავალების შესრულება.

„ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლია.

ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსმართლოდ!“, - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, რეგიონებიდან თბილისისკენ მომავალ „ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს, რომლმებიც დღეს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უნდა შეუერთდნენ, გზებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცოცხებითა და შეძახილებით დახვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics