|
2021-10-13 22:27:04, 581 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაზე სააკაშვილზე – ჩვენი ინტერესია, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური
მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრები სამუშაო ფორმატზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ერთად დაგეგმავენ კონკრეტულ ნაბიჯებს. „დღევანდელი შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. სახალხო დამცველს ვთხოვეთ, განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა და მათი ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე", – განაცხადა მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინტერესია, პატიმრის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი - სტაბილური. „ვკიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენი ყველა ქმედება იქნება ადეკვატური. ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ვისაც ამოძრავებს სხვა მიზნები და ამ შემთხვევაში, მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის მონაწილეები არიან, ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ისევ და ისევ პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, საქართველოში პატიმრის უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალია, რასაც დღევანდელი შეხვედრაც მოწმობს. ამისათვის მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უწყების ყველა ხელმძღვანელს 2012 წლიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ზრუნავენ პატიმრის უფლებების დაცვაზე, აგრეთვე, შეხვედრის ყველა მონაწილეს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იუსტიციის სამინისტროს თხოვნას. მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)