20:58 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 14:46:06, 585 ნახვა

პოლიტიკა
საია - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბერის ადგილობირვ არჩევნებზე,  საარჩევნო უბანზე  პარტიული სიმბოლიკის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა - ინფორმაცის „ახალგაზრდა იურისტთა ასოსციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჩივარი საიამ შიეტანა და ცესკოს შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საჩივარი 12 ოქტომბერს განიხილა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა.

„2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.“- ნათქვამია საიას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics